ჩვენი მიზანი

საზოგადოებრივი სივრცე საზოგადოებრივი სარგებლობისთვის

კოლექტიური სივრცე არის სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც იკვლევს თბილისში არსებული საზოგადოებრივი სივრცეების სხვადასხვა პირების (სახელმწიფო, კერძო კომპანიები თუ ქალაქის მაცხოვრებლები) მიერ ხელყოფას და ტრანსფორმაციას. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებასა და სახელმწიფო ქონების მასობრივ პრივატიზაციას, რასაც მოყვა 2003 წლის ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება, თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების საზოგადოებრივ სივრცეს მრავალხმრივი საფრთხე შეუქმნა. პირველ რიგში, თბილისი რამდენიმე ძირითადი პრობლემის წინაშე დგას: სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, არასათანადოდ დარეგულირებული ახალი მშენებლობები, ქალაქგანვითარებაში კერძო კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება და საზოგადმოებრივ სივრცეში კერძო ავტომობილების პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილების სწრაფი გამრავლება.

ქვეყნის დონეზე დღემდე არ მომხდარა საზოგადოებრივ სივრცეებში მიმდინარე ცვლილებების საფუძვლიანი ანალიზი; ასევე ჩანს მათ დასაცავად ხელისუფლების ინიციატივა. ამის გამო, რიგითი მოქალაქეები საჭიროდ მიიჩნევენ მათ სიახლოვეს არსებული სივრცეები „დაიცვან“ სხვადასხვა ფორმით - დააყენონ ჭიშკარი, ბარიერები ან თვითნაკეთი კონსტრუქცია. ეს ქმედებები, ზემოთ აღნიშნული ზოგადი პროცესების მსგავსად, დამატებითად ამწვავებს კოლექტიურ სივრცეებთან წვდომის საკითხს.

კოლექტიური სივრცე მიზნად ისახავს თბილისში არსებული საზოგადოებრივი სივრცეების ხელყოფისა და ტრანფორმაციის პროცესის დოკუმენტირებას, ანალიზს პირველწყაროდან მიღებული მონაცემების მიწოდებითა და უკვე არსებული კვლევებისა და ინფორმაციის გავრცელებით. კოლექტიური სივრცის მიერ შექმნილი მასალა მიზნად ისახავს არსებული პრობლემის უფრო საფუძვლიან აღწერას და საზოგადოებრივი სივრცის წინაშე დღეს არსებული საკითხების გამოკვეთას. კონკრეტულად პროექტთან დაკავშირებული სამუშაოს მიღმა, კოლექტიური სივრცე მიზნად ისახავს ხელი შაუწყოს დილოგს თანამოაზრე სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საზოგადოების წევრებს შორის, ახალი კვლევისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის გარემოს შექმნით.

გმადლობთ ყურადღებისთვის

სიუზენ ჰარის-ბრანდტსი  & დათო გოგიშვილი 

კოლექტიური სივრცე 2018

მოგვწერეთ: info@collectivedomain.com

 
Figure 7 vertical.jpg