დაკვირვება #1

სოლოლაკი

სოლოლაკი ძველი თბილისის ერთ-ერთი ნაწილია. ის ცნობილია თავისი მოკლე, ხვეული ქუჩებით და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობის სიმრავლით. ამ უბანში საზოგადოებრივი სივრცეებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ავტომობილების ჭარბი რაოდენობა და სხვადასხვა კოლექტიური საზოგადოებრივი სივრცის ავტოსადგომად გამოყენების ზრდადი ტენდენცია.

 

დაკვირვება #2

საბურთალო

საბურთალო თბილისის დასავლეთ ნაწილში მდეობარეობს და ძირითადად საბჭოთა დროს აგებული საშუალო და მაღალ სართულიანი საცხოვრებელი სახლებისგან შედგება. ამ უბანში საზოგადოებრივი სივრცეებისთვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს მაცხოვრებლების მიერ თვითნებურად შემოღობილი ეზოები, უნებართვო მიშენებები და ავტომობილთა დაურეგულირებელი პარკინგი.

 

დაკვირვება #3

მარჯანიშვილი

მარჯანიშვილის ქუჩა მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და წარმოადგენს ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას. ეს არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ძირითადად საცხოვრებლად გამოყენებული უბანი, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა 2010 წლიდან ძველი თბილისის რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში. ამ დროს განხორციელდა შენობების რეკონსტრუქცია, განახლდა მათი ფასადები და მოეწყო რამდენიმე საფეხმავლო ქუჩა.