ინიციატივები საზოგადოებრივ სივრცეში

ქალაქში საზოგდოებრივი სივრცეების შემცირებას და გაქრობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადგილობრივ თემზე. ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები სხვადასხვა პროექტებით და ინიციატივებით მუშაობენ ამ საკითხზე. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ვებ-გვერდებს.

 

იარე ფეხით

ორგანიზაცია იარე ფეხით ხელს უწყობს საქართველოს ქალაქებში ქვეითად გადაადგილებას, ცდილობს დაიცვას ქვეითთა უფლებები და დაარწმუნოს ხელისუფლება ადგილობრივ და მუნიციპალური დონეზე შექმნას უკეთესი პოლიტიკა და პრაქტიკა ქვეითთა მხარდასაჭერად.

სივრცეები (SPACES)

სივრცეები (SPACES) იყო ინიციატივა (2011-2014 წლებში) რომელიც აწყობდა თანამონაწილეობით სახელოვნებო ღონისძიებებს სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ქალაქების საზოგადოებრივ სივრცეებში.

თბილისი ინ/საითს (Tbilisi In/Sights)

თბილისი ინსაითსის მიზანია თბილისში მიმდინარე ყოველდღიურ ცვლილებებთზე არაპირდაპირი, პირადი პერსპექტივების გადმოცემა. ამასთან ერთად კოლექტივის მიზანია ფართო გლობალური ქალაქის კონტექსტში გაიაზროს ყოველდღიური ცხოვრების სტრუქტურები, რომელიც ჩასმულია კერძო და საზოგადოებრივი სივრცის არაადეკვატურ დიქოტომიაში. ამ პროცესების შესასწავლად ვიყენებთ თბილისს, როგორც ექსპერიმენტალურ ლაბორატორიას.

საზოგადოებრივი სივრცე ჭერით (Public Space With A Roof (PSWAR)

საზოგადოებრივი სივრცე ჭერით (Public Space With A Roof (PSWAR)) დაფუძნდა 2003 წელს ამსტერდამში არტისტი თამუნა ჭაბაშვილის (საქართველო, 1978), ადი ჰოლანდერის (ბელგია, 1976), ალონ ლევინ (ისრაელი, 1975), ვართან არორ ჯიფთიანის (ლიბანი, 1975) და კშიშტოფ წეგეილის (პოლნეთი, 1973) მიერ. PSWAR შეიქმნა როგორც კვლევითი პროექტი-სივრცე, რომელიც ხელოვანებს მისცემდა შესაძლებლობას განევითარებინათ და წარმოედგინათ მათი იდეები, განეხორციელებინათ ერთობლივი პროექტები და ჩართულიყვნენ კრიტიკულ დისკურსებში.

ურბანული ექპერიმენტების ჯგუფი (Urban Experiments Group)

ურბანული ექსპერიმენტების ჯგუფი ეს არის დიზაინერების ინტერდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც მუშაობს შემოქმედებით პროექტებზე ქალაქი თბილისის ფარგლებში. კვლევისა და დიზაინის პროცესში ჯგუფი იყენებს bottom up მიდგომას.

SLOBODNE VEZE //LOOSE ASSOCIATIONS (თავისუფალი კავშირები)

Slobodne veze/Loose associations contemporary art practices (თავისუფალი კავშირები - თანამედროვე სახელოვნებო პრაქტიკები) არის თვითრეგულირებადი ხელოვანების, კურატორების და სახელოვნებო დარგში მოღვაწე ადამიანების ინიციატივა.

უტოპიანა (UTOPIANA)

უტიპიანა (Utopiana) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სამხატვრო მუშაობის და წარმოების შესაძლებლობების და საზღვრების გაფართოვებაზე. 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო (Heinrich Boell Foundation South Caucasus)

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ორგანიზაცია მხარს უჭერდა ისეთ პროექტებს როგორიცაა „დემოკრატიული საზოგადოებრივი სფეროს დაგეგმარება ერევანში. პროექტის მიზანი იყო ხელი შეეწყო მაშტოცის პარკში (ერევანი, სომხეთი) დემოკრატიული და მრავალფეროვანი საზოგადოებრივი სივრცის ჩამოყალიბებაში და ამ სივრცის სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებისთვის გამოყენებაში.