პროექტის გუნდი

სიუზენ ჰარის-ბრანდტსი, ინიციატივის ავტორი |  HBAS, M.Arch, PhD, OAA
harrisbrandts@collectivedomain.com 
სიუზენი კოლექტიური სივრცის თანადამაარსებელი და კარლტონის უნივერსიტეტში, არქიტექტურისა და ურბანიზმის ასისტენტ-პროფესორია. იგი ონტარიოს პროვინციაში (კანადა) ლიცენზირებული არქიტექტორია და კვლევა-დიზაინის საკითხებზე მსოფლიოს მრავალ ადგილას უმუშავია, მათ შორის - ტორონტოში, ვანკუვერში, ლონდონში, პალესტინაში (დასავლეთ ნაპირი) და აბუ-დაბიში. სიუზენი ფლობს დოქტორის ხარისხს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან (MIT), ხოლო მაგისტრის ხარისხს - ვატერლოოს უნივერსიტეტიდან. მისი საქმიანობა ერთად უყრის თავს დიზაინსადა სოციალურ კვლევას და შეისწავლის ძალაუფლების, თანასწორობისა კოლექტიური იდენტობის თემებს ნაშენ გარემოში. ამ საკითხებს სიუზენი სწავლობდა ევრაზიაში, არქტიკულ კანადასა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სიუზის მომავალი წიგნი „დედაქალაქის მშენებლობა“ ეფუძნება დისერტაციის ფარგლებში განხორციელებულ კვლევას და შეეხება დედაქალაქებში ურბანული განვითარების პოლიტიკას.

 
suzyharris bw.jpg

დავით გოგიშვილი, ინიციატივის ავტორი |  BA, MGeog, PhD
gogishvili@collectivedomain.com

დავითი, 2017 წლიდან, ფლობს გრან სასოს მეცნიერებათა ინსტიტუტის დოქტორის ხარიხს ურბანისტიკასა და რეგიონალურ კვლევებში. იგი ასევე სწავლობდა საზოგადოებრივ გეოგრაფიას (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში) და ქალაქგეგმარებასა და რეგიონალურ გეგმარებას (სტოკჰოლმის უნივერსიტეტში). დავითი ასევე მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და ურბანულ სოციალურ მოძრაობასთან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ღია გეოგრაფიული მონაცემების შექმნის და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში სხვადასხვა საქალაქო პრობლემებზე. იგი არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის და იარე ფეხითის დამფუძნებელი.

 
 

დავით სიჭინავა, ინიციატივის ავტორი |  BA, MGeog, PhD
sichinava@collectivedomain.com

დავითი, იგი ასევე სწავლობდა საზოგადოებრივ გეოგრაფიას (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში) და ქალაქგეგმარებასა და რეგიონალურ გეგმარებას (სტოკჰოლმის უნივერსიტეტში). დავითი ასევე მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და ურბანულ სოციალურ მოძრაობასთან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ღია გეოგრაფიული მონაცემების შექმნის და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში სხვადასხვა საქალაქო პრობლემებზე. იგი არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის და იარე ფეხითის დამფუძნებელი.

 

ამრა ალაგიჩი, დიზაინერ-მკვლევარი | BAS, ურბანისტიკის ბაკალავრი

ამრა „კოლექტიურ სივრცეს“ შემოუერთდა, როგორც დიზაინერ-მკლევარი. მისი სპეციალიზაცია გახლავთ გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემებისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის მეთოდების გზით, სივრცითი კვლევა. ამრამ არქიტექტურის ბაკალავრის ხარისხი ურბანისტიკის სპეციალიზაციით კარლტონის უნივერსიტეტის აზრიელის სახელობის არქიტექტურისა და ურბანიზმის სკოლაში მოიპოვა. იგი გახლავთ 2023 წლის ჰობინის პრიზის მფლობელი არქიტექტურასა და ქალაქმშენებლობაში.