ურბანული მობილობა

Tbilisi Cable Car Map copy.JPG
 
არქიტექტურა, გადაადგილება ქალაქში და იდეოლოგია თბილისის საბაგირო გზების შემთხვევაში

თბილისს მსოფლიოში უნიკალური საბაგირო გზების ინფრასტრუქტურა გააჩნია. ქსელი, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, სოციალიზმისა და კაპიტალიზმის ეპოქაში ვითარდებოდა, ფართო გეოგრაფიულ არეალს ფარავს და მრავალ განსხვავებულ სატრანსპორტო პოლიტიკას აირეკლავს. საბაგირო გზების ინფრასტრუქტურა თბილისში 1953-1988 წლებში ჩამოყალიბდა, მოგვიანებით, 1990-იან წლებში კი თითქმის სრულად გამოვიდა მწყობრიდან. 2010-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქის საბაგიროები ნაწილობრივ აღდგა და გაფართოვდა, რათა ტურისტული ეკონომიკის მზარდ მოთხოვნებს უპასუხოს.

საბჭოთა ეპოქაში, საბაგირო გზები თბილისის მოქალაქეების ქალაქის მთაგორიან სარეკრეაციო არეალებთან დასაკავშირებლად გამოიყენებოდა, ამასთან ასახავდნენ კომუნისტურ იდეოლოგიურ შეხედულებებს დასვენებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და მობილობაზე. 1960-იანი წლების დასაწყისიდან, რეკრეაციულს დაემატა ახალი, საცხოვრებელი მიკრორაიონებიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმართული და მშრომელთა მობილობაზე ორიენტირებული მარშრუტები. საბაგიროები საცხოვრებელ რაიონების თავზე გადიოდნენ და მგზავრებს თბილისის ძირითად სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებდნენ, საიდანაც მათ მატარებლებზე, ავტობუსებსა და მეტროზე გადაჯდომა შეეძლოთ. თბილისის საბაგირო გზები  საბჭოთა მოდერნიზაციისა და ახალი ტიპის საზოგადოებრივ-სატრანსპორტო ტექნოლოგიების მზარდ როლს განასახიერებდნენ.

2010-ანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც თბილისის საბაგირო გზების გაცოცხლებისა და გაფართოების პროცესი დაიწყო, ახალი ხაზები ძირითადად ტურიზმის განვითარებას ემსახურებოდნენ. ახალ ინფრასტრუქტურას ექსპლოატაციას ქალაქის მმართველობის მიერ მხარდაჭერილი კერძო კომპანიები უწევდნენ. ამ პროცესების კარგ მაგალითს რიყის პარკიდან ნარიყალის მიმართულებით გაყვანილი მარშრუტი, ასევე - „პანორამა-თბილისის“ფარგლებში ახლახანს დამტკიცებული შთამბეჭდავი პროექტი. როგორც საბაზრო ურთიერთობებზე დამყარებული ურბანული ზრდის მაგალითი, თბილისის საბაგირო გზები გარემოს ასახავს, როგორც ტურისტულ ლანდშაფტს, გარშემორტყმულს ისტორიული ქალაქის ხედებით. სადღეისოდ, დედაქალაქის საკაბელო გზების დანიშნულება მასობრივი გადაადგილების საშუალებიდან პრივილეგირებულ, ტურისტულ ინფრასტრუქტურადაა ქცეული.

ურბანულ მობილობაზე ჩვენი ნაშრომები იხილეთ ქვემოთ:

Harris-Brandts, S., & Gogishvili, D. (2018). Up in the Air: Traces of Aerial Connectivity in Tbilisi. In Neuburg, K., Pranz,, S., Tseretelli, W., et al. (eds.), Tbilisi: Archive of Transition. Niggli Verlag Publishers. Salenstein, Switzerland.

Harris-Brandts, S., & Gogishvili, D. (2018). Tbilisi’s Cable Car Network. In Manning, Paul (ed.), Reassembling the City; Tbilisi from Safavid Persia to Postsocialism, SSHRC Research.

Harris-Brandts, S., & Gogishvili, D. (2018). Tbilisi’s Cable Car Network. In Manning, Paul (ed.), Reassembling the City; Tbilisi from Safavid Persia to Postsocialism, SSHRC Research.

The Marshrutka Project: Fluid mobilities for cities in transformation: spatial dynamics of marshrutkas in Central Asia and the Caucasus

The Marshrutka Project: Fluid mobilities for cities in transformation: spatial dynamics of marshrutkas in Central Asia and the Caucasus